LIVE

ლონდონში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის "უფასო კვების" პროგრამა ამოქმედდება

23 თებ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 391
ლონდონში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის "უფასო კვების" პროგრამა ამოქმედდება

ლონდონის მერის განცხადებით, სულ მალე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე უფასო საკვებით მომარაგდება.

Bloomberg-ის ცნობით, ამ პროგრამის დაფინანსებისთვის $156 მილიონი გამოიყოფა და პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება. თითოეული ოჯახი კი ყოველ ბავშვზე დაახლოებით $529-ს დაზოგავს.

როგორ დედაქალაქის მერმა, სადიქ ხანმა აღნიშნა, ცხოვრების გაზრდილი ხარჯების გამო ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ ბავშვებს სჭირდებათ, თანაც დასძინა, რომ ბავშვობაში ასეთივე პროგრამის ბენეფიციარი თავადაც იყო.

ოფიციალური მონაცემებით, ლონდონში მოსწავლეების მეოთხედი, მათ შორის ბოლო საფეხურის მოსწავლეებიც სარგებლობენ უფასო სასკოლო კვებით. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს ოჯახის შემოსავლების მიხედვით. ქალაქის მთავრობის შეფასებით, ახალი პროგრამა, სავარაუდოდ, დამატებით 270 000-მდე მოსწავლეს მისცემს სარგებლობის შესაძლებლობას.