LIVE

პირველი თაობის iPhone აუქციონზე $63 ათასად გაიყიდა

22 თებ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
პირველი თაობის iPhone აუქციონზე $63 ათასად გაიყიდა

2007 წელს გამოსული პირველი თაობის iPhone აუქციონზე კვირას $63 356-ად გაიყიდა. ეს ფასი 8GB-იანი ტელეფონის თავდაპირველ ღირებულებას ($599) 100-ჯერ აღემატება. 

iPhone-ის მოსალოდნელზე ძვირად გაყიდვა მისმა ორიგინალმა შეფუთვამ განაპირობა. 

„ჯერ კიდევ სრულიად ახალი, ქარხნული ბეჭდის მქონე, 2007 წლის ორიგინალი, პირველი მოდელის აღმოჩენა ნამდვილად გასაოცარია“, - ამბობს LCG Auctions-ის დამფუძნებელი მარკ მონტერო.

აუქციონი 2 თებერვალს $2500-ად გაიხსნა და კვირას 27 შეთავაზების შემდეგ დაიხურა.

მობილური ტელეფონი კერენ გრინს მეგობრებმა 2007 წელს აჩუქეს. იმის გამო, რომ მას ახალი ტელეფონი ჰქონდა, საჩუქარი გაუხსნელად შეინახა.

”ეს არის iPhone. ასე რომ, ის არასოდეს მოძველდება”, - გაიფიქრა გრინმა. 

ცნობილია, რომ Apple-ის ერთგული მომხმარებლები კარგ ფულს იხდიან ორიგინალ პროდუქტებში. გასულ წელს ბრენდის 1970-იანი წლების ადრეული კომპიუტერის პროტოტიპი $677 ათასად გაიყიდა.

პირველი თაობის გაუხსნელი iPhone-ები ადრეც გაიყიდა - ერთ-ერთ ასეთ ტელეფონში აგვისტოში $35 ათასზე მეტი, ხოლო ოქტომბერში $39-ზე მეტი გადაიხადეს.