LIVE

ამერიკელების საკრედიტო ბარათების დავალიანება $1 ტრილიონამდე გაიზარდა

28 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 456
ამერიკელების საკრედიტო ბარათების დავალიანება $1 ტრილიონამდე გაიზარდა

2022 წლის მეოთხე კვარტალში გაზრდილი ფასებისა და მომატებული სამომხმარებლო დანახარჯების კომბინაციამ ამერიკელების საკრედიტო ბარათების დავალიანება რეკორდულ მაჩვენებლამდე - $986 მილიარდამდე გაზარდა

ნიუ-იორკის Fed-ის საყოფაცხოვრებო ვალისა და კრედიტის ანგარიშის თანახმად, ეს წინა კვარტალთან შედარებით, $61 მილიარდით გაზრდილი მაჩვენებელია. ასეთი ზრდა აშშ-ში 1999 წლის შემდეგ, არ დაფიქსირებულა. უახლესმა მაჩვენებელმა გადააჭარბა 2019 წლის მე-4 კვარტლის $927 მილიარდსაც. 

ბარათების გამოყენების სიხშირესთან ერთად, გაიზარდა ვადაგადაცილებული გადახდების რიცხვიც, რაც პანდემიამდელ ნორმებს აღემატება. საკრედიტო ბარათების ვადაგადაცილების 4%-ზე მეტი სერიოზულ დარღვევაში გადაიზარდა, რაც დავალიანების დაფარვის 90 ან მეტი დღით დაგვიანებას ნიშნავს.

საკრედიტო ბარათების დავალიანების ზრდა მიუთითებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარ დრამატულ ცვლილებაზე. პანდემიის პერიოდში ეკონომიკური დახმარების პროგრამების წყალობით, მოსახლეობამ მოახერხა დაზოგვა და ნაშთის დაფარვა. Bankrate.com-ის თანახმად, 2021 წელს საკრედიტო ბარათებზე გამოყენებული თანხის მოცულობა 17%-ით შემცირდა.  

ახლა, როცა ყველაფერი გაძვირდა, აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთების განმეორებითმა ზრდამ საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთები თითქმის 20%-მდე აწია. 

საერთო ჯამში, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე საკრედიტო ბარათებზე ათვისებული თანხის მოცულობა რეკორდული $130 მილიარდი გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი წლიური ზრდაა. რადგან Fed კვლავ მკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, საკრედიტო ბარათი სესხების ხარჯები, წელს სავარაუდოდ, 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწევს.

„სამმაგი პრობლემაა საკრედიტო ბარათის მომხმარებლებისთვის: გამოყენებული თანხები გაიზარდა, საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა და უფრო მეტ ადამიან აქვს საკრედიტო ბარათის ვალ,” - ამბობს Bankrate-ის უფროს ანალიტიკოსი, ტედ როსმანმ და დასძენს, რომ საკრედიტო ბარათის მფლობელთა 46%-ს აქვს დავალიანება, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს 39%-ს აღემატება.