LIVE

რომელ ქვეყნებში იღებენ პენსიას უფრო დიდხანს

26 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
რომელ ქვეყნებში იღებენ პენსიას უფრო დიდხანს

პენსიის მიღების ხანგრძლივობა ქვეყნებს შორის განსხვავებულია. Bloomberg News-ის გამოთვლებით, მაგალითად, თუ მექსიკაში, კოლუმბიაში, აშშ-ში კაცები 60 წელს მიაღწევენ, მათი პენსიაში ჯანმრთელად ყოფნის ხანგრძლივობა, ანუ პერიოდი, როდესაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაავადების გარეშე იცხოვრონ, სავარაუდოდ, 10 წელი ან ნაკლები იქნება. საფრანგეთსა და ლუქსემბურგში, მამაკაცებს შეუძლიათ პენსიაზე ჯანმრთელად 18 წელზე მეტი წელი გაატარონ.  

განსხვავებული მაჩვენებლების მიუხედავად, ყველა ქვეყანა ერთი და იმავე დილემის წინაშეა. სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, მთავრობები ხალხს უბიძგებენ, რომ მაქსიმალურად გაიხანგრძლივონ სამუშაო პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელად ყოფნის პერიოდი, ანუ წლების საშუალო რაოდენობა, როდესაც ადამიანმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაავადების ან დაზიანების გარეშე იცხოვროს, იმავე ტემპით არ გაზრდილა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში 2019 წელს (უახლესი პერიოდი, რომლის მონაცემებიც ხელმისაწვდომია) 60 წლის მამაკაცებისთვის ჯანმრთელი სიცოცხლის საშუალო ასაკი 82 წელი იყო, ხოლო საშუალო ეფექტური საპენსიო ასაკი, როდესაც ადამიანი ტოვებს სამსახურს - 64 წელი.

ეფექტური საპენსიო პერიოდი მამაკაცებისთვის მექსიკაში 12.9, ხოლო საფრანგეთში 23.3 წელია. რაც შეეხება ჯანმრთელად ყოფნის მოსალოდნელ პერიოდს, ეს ქვეყნების მიხედვით, 7.7-დან 18.8 წლამდე გრძელდება.