
Twitter-ის მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ინჟინრებს კვირა საღამოს ქსელის ალგორითმი იმგვარად შეაცვლევინა, რომ მისი ტვიტები პრიორიტეტული გამხდარიყო. ამის შესახებ Bloomberg-ი Platformer-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის თანახმად, მილიარდერი უკმაყოფილო იყო Super Bowl-ის შესახებ მისი ტვიტის ნახვების შედეგით. ის მხარდაჭერას Philadelphia Eagles-ს უცხადებდა, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომლის ტვიტმა უფრო მაღალი ჩართულობა დაიმსახურა. მასკს თითქმის 129 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ხოლო ბაიდენის ანგარიშს 37 მილიონი.
ამასთან, მასკი იმედგაცრუებული იყო გასულ კვირებში ჩართულობის შემცირებული მაჩვენებლით.
Twitter-მა საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. თავად ილონ მასკმა კი დაპოსტა, რომ კომპანიას ალგორითმში ცვლილებები შეაქვს.
Please stay tuned while we make adjustments to the uh .… “algorithm”