LIVE

მასკი Twitter-ში შემცვლელის პოვნას წლის ბოლოსთვის გეგმავს

15 თებ 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 318
მასკი Twitter-ში შემცვლელის პოვნას წლის ბოლოსთვის გეგმავს

Twitter-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის კომპანიაში თავისი შემცვლელის პოვნას წლის ბოლოსთვის გეგმავს.

ამის შესახებ მილიარდერმა დღეს დუბაიში გამართულ სამიტზე ვიდეო ჩართვისას თქვა და აღნიშნა, რომ მისი მიზანია პლატფორმის ფინანსური სტაბილიზაცია, სანამ სადავეებს ახალ ლიდერს გადასცემს.

“ვფიქრობ, მჭირდება ორგანიზაციის სტაბილიზაცია და დარწმუნება, რომ ის ფინანსურად ჯანსაღია და პროდუქტის საგზაო რუკა მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული“, - თქვა მასკმა.

მასკმა ასევე ფართოდ ისაუბრა Twitter-ზე თავის ხედვაზე და პლატფორმის დეზინფორმაციისგან გათავისუფლების მცდელობებზე. მან თქვა, რომ სურდა Twitter ყოფილიყო სიმართლის წყარო და მოუწოდა კომპანიებს, სხვა აღმასრულებელ დირექტორებს და მინისტრებს, ისაუბრონ ავთენტურად, მაშინაც კი, თუ ეს თავდასხმებს იწვევს. 

”გარკვეული კრიტიკა კარგია. ეს ნამდვილად არ არის ცუდი. მე გამუდმებით თავს მესხმიან Twitter-ზე. ეს არ მაღელვებს,” - ამბობს მასკი. 

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა, რის შემდეგაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოების და ბიზნესის კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა. 

მასკი მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია. Bloomberg-ის მიხედვით, რომლის პირადი ქონება $187 მილიარდია.