LIVE

Walmart აშშ-ში 3 ტექნოლოგიურ ჰაბს აუქმებს

17 თებ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 482
Walmart აშშ-ში 3 ტექნოლოგიურ ჰაბს აუქმებს

Walmart, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკული სუპერმარკეტების ქსელია, აშშ-ში 3 ტექნოლოგიურ ჰაბს აუქმებს და ასობით თანამშრომელს, სამსახურის შესანარჩუნებლად, სხვა ოფისში გადაყვანას სთავაზობს.

ოფისები, რომლებიც განთავსებული იყო ოსტინში, ტეხასში, პორტლენდსა თუ ორეგონში, დაიხურება.

ამასთან, თანამშრომლებს მხოლოდ დისტანციურად მუშაობის უფლება აღარ ექნებათ და მინიმუმ ორი დღე ოფისში გამოცხადება სავალდებულო გახდება. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ტექნიკურ პერსონალს სამსახურის შესანარჩუნებლად სხვა შტატში გადასვლა მოუწევს. 

რობერტ მონროს თქმით, რომელიც Walmart-ის კომუნიკაციების დირექტორია, კომპანია 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს შეერთებულ შტატებში. ადამიანებს, რომლებიც სხვა შტატის ტექნიკურ ოფისში გადასვლას დათანხმდებიან კომპანია ხარჯებს აუნაზღაურებს, ხოლო ვინც სამსახურიდან წავა, კომპენსაციას გადაუხდის.

ამჟამად კომპანიას 11 ტექნიკური ცენტრი აქვს აშშ-ში, ხოლო 6 შტატების გარეთ. ოფისების დახურვის შემდეგ, საოპერაციო სამუშაოები გადაინაცვლებს Walmart-ის სხვა ჰაბებში, მათ შორის სან-ბრუნოში, კალიფორნიაში ან კომპანიის სათავო ოფისში - ბენტონვილსა და არკანზასში.

დისტანციური მუშაობის შეზღუდვა არა ერთმა ამერიკულმა კომპანიამ დაიწყო. მათ შორისაა Walt Disney Co DIS.N, Uber UBER.N და Starbucks SBUX.O. გასულ თვეს, Disney-ის ხელმძღვანელმა ბობ იგერმა, თანამშრომლებს მარტიდან კვირაში ოთხი დღით დაბრუნება მოსთხოვა, ხოლო Starbucks-მა იანვრიდანვე განუცხადა თანამშრომლებს, რომ კვირაში მინიმუმ სამი დღე ოფისიდან უნდა იმუშაონ.