LIVE

ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ვარსკვლავებმა გასულ წელს $1.3 მილიარდზე მეტი გამოიმუშავეს

18 თებ 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ვარსკვლავებმა გასულ წელს $1.3 მილიარდზე მეტი გამოიმუშავეს

მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ვარსკვლავებმა გასულ წელს $1.3 მილიარდზე მეტი გამოიმუშავეს.

Midnights-ის წარმატებისა და Eras-ის მიმართ არსებული მოლოდინის მიუხედავად, პოპის ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა $92 მილიონი მიიღო და ყველაზე მაღალშემოსავლიანი შემსრულებლების სიაში მე-9 ადგილი დაიკავა. მან შემოსავლის უდიდესი ნაწილი გასულ წლებში გამოშვებული მუსიკიდან გამოიმუშავა

კიდევ უფრო მეტი თანხა როკჯგუფებმა მიიღეს. Rolling Stones-მა შარშან ევროპის მე-60 ტურის შედეგად, $98 მილიონი დააგროვა. ეს თანხა კიდევ უფრო მაღალია Genesis-ისა და Sting-ის შემთხვევაში.   

მიუხედავად იმისა, რომ ბობ დილანის და ბრიუს სპრინგსტინის $500 მილიონიან გარიგებებს თვალშისაცემი შეფასებები არ მოჰყოლია, ორივემ შეძლო, რომ ნამუშევრები $300 მილიონად გაეყიდა, რაც აჩვენებს, რომ ინვესტორები ამ ტიპის ნამუშევრებით ისევ ინტერესდებიან. 

ათეულში ასევე მოხვდნენ ტაილერ პერი და ბრედ პიტი, რომლებმაც შემოსავალი ეკრანიზაციებიდან მიიღეს. 

გართობის სფეროს ყველაზე მაღალშემოსავლიანი შემსრულებლების ათეული ასეთია:

1. Genesis - $230 მილიონი;

2. Sting - $210 მილიონი;

3. ტაილერ პერი - $175 მილიონი;

4. თრეი პარკერი და მეთ სტოუნი - $160 მილიონი;

5. ჯეიმს ლ. ბრუკსი და მეტ გრონინგი - $105 მილიონი;

6. ბრედ პიტი - $100 მილიონი;

7. Rolling Stones - $98 მილიონი;

8. ჯეიმს კამერონი - $95 მილიონი;

9. ტეილორ სვიფტი - $92 მილიონი;

10. Bad Bunny - $88 მილიონი;