LIVE

Brent-ის ფასი ბარელზე $86.18-მდე შემცირდა

14 თებ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 355
Brent-ის ფასი ბარელზე $86.18-მდე შემცირდა

დღეს Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 43 ცენტით (0.5%-ით) შემცირდა და 86.18 აშშ დოლარს შეადგენს ბარელზე, ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები 71 ცენტით (0.89%-ით) გაიაფდა, ბარელზე 79.43 დოლარამდე.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ სტრატეგიული რეზერვებიდან მეტი ნავთობის გამოტანას გეგმავს. ეს ეწინააღმდეგება ტრეიდერების მოლოდინებს, რომ გადაწყვეტილება გაუქმდებოდა ან გადაიდებოდა.

კერძოდ, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა (DOE) განაცხადა, რომ წინა სესიის დასრულების შემდეგ, გაყიდის 26 მილიონ ბარელ ნავთობს სტრატეგიული რეზერვებიდან. ეს ნაბიჯი რეზერვებს სავარაუდოდ, 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაიყვანს. აღსანიშნავია, რომ DOE განიხილავდა 2023 წელს რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გაუქმებას მას შემდეგ, რაც გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყიდა რეკორდული 180 მილიონი ბარელი, თუმცა ამას დასჭირდებოდა კონგრესის გადაწყვეტილება მანდატის შესაცვლელად.