LIVE

Made in India - იწყება თუ არა iPhone-ის ახალი ერა

18 თებ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 444
Made in India - იწყება თუ არა iPhone-ის ახალი ერა

ჩინეთთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და ზოგადად მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ინდოეთი Apple-სთვის ალტერნატიული ბაზარი ხდება.

ინდოეთის ერთ-ერთმა მინისტრმა გასულ თვეში განაცხადა, რომ კომპანიას სურს გაზარდოს წარმოება სამხრეთ აზიის ქვეყანაში მთლიანი რაოდენობის მეოთხედამდე. ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა პიუშ გოიალმა კი თქვა, რომ Apple თავისი პროდუქციის 5%-დან 7%-მდე სწორედ ინდოეთში აწარმოებს. გოიალმა ასევე დასძინა, რომ კომპანია ამ მაჩვენებლის 25%-მდე გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, Apple ეყრდნობოდა ჩინეთში წარმოების უზარმაზარ ქსელს iPhone-ების, iPad-ების და სხვა პოპულარული პროდუქტების მასიური წარმოებისთვის, თუმცა ოფიციალური პეკინის კოვიდ რეგულაციების გამო მიწოდების ჯაჭვის სერიოზული პრობლემები შეიქმნა. მათ შორის სადღესასწაულო სავაჭრო სეზონზე iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების მიწოდება შეფერხებით ხდებოდა, ეს ყველაფერი კი Apple-ის შემოსავლებზეც პირდაპირ აისახა. 

მიღმა მიწოდების ჯაჭვის პრობლემისა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები სულ უფრო იძაბება. გასულ წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინურ კომპანიებს მოწინავე ჩიპებისა და ჩიპების დამზადების მოწყობილობების ლიცენზიის გარეშე შეძენა აუკრძალა. 

ამ ფონზე, Apple-მა ინდოეთში ინვესტირების ძალისხმევა გააორმაგა, თუმცა ჩნდება შემდეგი კითხვა -  შეძლებს თუ არა აზიის მესამე უმსხვილესი ეკონომიკა ჩინეთის (კომპანია თავისი ტელეფონების 95%-ს სწორედ ჩინეთში აწარმოებს) ჩანაცვლებას და პროდუქციის მიწოდების სრულყოფილად უზრუნველყოფას? 

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა არა ასე მალე. როგორც Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი ამბობს, ინდოეთი კომპანიისთვის უაღრესად საინტერესო ბაზარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთის მასიური და იაფი მუშახელი, რომელიც მოიცავს ძირითადი ტექნიკური უნარების მქონე მუშაკებს, მწარმოებლებისთვის დიდი ინტერესია. აზიის სიდიდით მესამე ეკონომიკა ასევე გამოირჩევა მზარდი შიდა ბაზრით. 2023 წელს, რამდენადაც გლობალური რეცესიის შიში არსებობს, ინდოეთი დარჩება ყველაზე სწრაფად მზარდი მთავარი ეკონომიკა მსოფლიოში.

ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის თანახმად, თუ ინდოეთი ამ ტემპების შენარჩუნებას შეძლებს, 2035 წლისთვის შესაძლოა გახდეს რიგით მესამე ქვეყანა, 10 ტრილიონი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტით.

ცნობისთვის, Counterpoint's Pathak-ის მიხედვით, ინდოეთი გლობალური სმარტფონების წარმოების 16%-ს შეადგენს, ხოლო ჩინეთი 70%-ს. არსებობს რამდენიმე წარმატების ისტორია: Samsung, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ბრენდი, ერთი ნაბიჯით უსწრებს Apple-ს და უკვე აწარმოებს უამრავ ტელეფონს ინდოეთში.