
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე ისეთ ძლიერ გავლენას იქონიებს, როგორიც 1999 წლის მიწისძვრას ჰქონდა - ამის შესახებ IMF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაჰმუდ მოჰელდინმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ აღდგენაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეიძლება მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყოს.
6 თებერვალს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17.9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა. გუშინვე, ადგილობრივი დროით, 13:24 საათზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა კაჰრამანმარასის პროვინციაში დაფიქსირდა.
BBC-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28000-ს გადააჭარბა.