LIVE

რუსეთის დახმარების გამო, G7 აზიური კომპანიების მიმართ სანქციებს განიხილავს

09 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
რუსეთის დახმარების გამო, G7 აზიური კომპანიების მიმართ სანქციებს განიხილავს
Mykhaylo Palinchak/SOPA/LightRocket/Getty Images

"დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოები აზიური კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავენ. საუბარია ჩინურ, ირანულ და ჩრდილოეთ კორეულ კომპანიებზე, რომლებიც, მათი რწმენით, რუსეთს სამხედრო დანიშნულების ნაწილებს და ტექნოლოგიას აწვდიან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს. 

განხილვების მიზანია, რომ ქვეყნებმა 24 თებერვლისთვის სანქციების პაკეტის კოორდინაცია მოახდინონ. 

წყაროს თქმით, დისკუსიები ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა და G-7-ის თითოეული სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები შეიძლება იდენტური არ იყოს. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ რომელ კომპანიებზე გავრცელდება სანქციები. 

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.