LIVE

მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა - BBC

06 თებ 202314:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 494
მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა - BBC

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეც ემსხვერპლა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ვარაუდი, თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, ჩამოინგრა 2818 შენობა. 

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17.9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა. ადგილობრივი დროით, 13:24 საათზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა კაჰრამანმარასის პროვინციაში დაფიქსირდა 

ეს 1939 წლის შემდეგ, ქვეყნის უდიდესი კატასტროფაა.  

თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში, სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

  • საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040, +905392208280;
  • გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400;
  • გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226.