LIVE

მსოფლიო უფრო მეტ ერთჯერადი პლასტმასის ნარჩენს ქმნის, ვიდრე ოდესმე

12 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 558
მსოფლიო უფრო მეტ ერთჯერადი პლასტმასის ნარჩენს ქმნის, ვიდრე ოდესმე

მიუხედავად პლასტიკური დაბინძურებისა და ნახშირბადის ემისიების შემცირების გლობალური ძალისხმევისა, დღეს მსოფლიო ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნარჩენების რეკორდულ რაოდენობას ქმნის.

"პლასტიკური ნარჩენების მწარმოებელთა ინდექსმა", რომელიც შედგენილია ფილანთროპიული Minderoo Foundation-ის მიერ, აჩვენა, რომ მსოფლიოში 2021 წელს 139 მილიონი ტონა ერთჯერადი პლასტმასის ნარჩენი შეიქმნა, რაც 6 მილიონი ტონით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

მოხსენებაში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ ორი წლის განმავლობაში შექმნილი დამატებითი პლასტმასის ნარჩენები პლანეტის ყოველ ადამიანზე უტოლდება თითქმის 1 კილოგრამს (2.2 ფუნტი).

ბოლო წლების განმავლობაში, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნარჩენების შემცირების მიზნით მთავრობებმა მთელს მსოფლიოში გაატარეს კონკრეტული პოლიტიკა. მათ შორის აკრძალეს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა  ერთჯერადი დანა-ჩანგალი, საკვების კონტეინერები, ბამბის ტამპონები, ჩანთები და ბუშტები.

ასე მაგალითად, გასული წლის ივლისში, კალიფორნია გახდა აშშ-ის პირველი შტატი, რომელმაც საკუთარ გეგმებში განსაზღვრა, რომ 2032 წლისთვის პლასტმასის შეფუთვის გაყიდვები 25%-ით შემცირდება. 2022 წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმაც გააფართოვა აკრძალული ნივთების სია. მათ შორის ზოგიერთი სახის პოლისტიროლის ჭიქები და საკვები კონტეინერიც აკრძალა. მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირში, ავსტრალიაში, ინდოეთში და სხვა ადგილებშიც.

მიუხედავად ამ ძალისხმევისა, განახლებულ მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ გადამუშავება არ იზრდება საკმარისად სწრაფად, რათა გაუმკლავდეს წარმოებული პლასტმასის რაოდენობას. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ გამოყენებული პროდუქტების ნაგავსაყრელებზე, პლაჟებზე, მდინარეებსა და ოკეანეებში გადაყრა ბევრად უფრო ხშირი ფაქტია, ვიდრე მისი გადამუშავება. 

ინდექსის მიხედვით, ​ნავთობქიმიურ ინდუსტრიაში კომპანიები, რომლებიც მასშტაბურად ამუშავებენ და აწარმოებენ გადამუშავებულ პოლიმერებს, ლიდერია აშშ-ს ნავთობის მთავარი კომპანია Exxon (XOM) Mobil და ასევე, ჩინეთის Sinopec (SHI). 

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ფარგლებში შესწავლილმა 20-მა მსხვილმა კომპანიამ წლიურად დაახლოებით 450 მილიონი ტონა სათბურის გაზების გამონაბოლქვი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეამ მსოფლიოში პირველი პლასტიკური დაბინძურების გლობალური ხელშეკრულების შექმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სამთავრობათაშორისო კომიტეტი მუშაობს 2024 წლის ვადაზე, რათა შეიმუშაოს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, რომელიც ეხება პლასტმასის სრულ სასიცოცხლო ციკლს, მისი წარმოებიდან განკარგვამდე.