LIVE

დიდ ბრიტანეთს ბრექსითი წლიურად $124 მილიარდი უჯდება

05 თებ 202315:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 332
დიდ ბრიტანეთს ბრექსითი წლიურად $124 მილიარდი უჯდება

ევროკავშირის დატოვებიდან 3 წლის თავზე, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე გავლენა კარგად გამოჩნდა. როგორც Bloomberg-ი წერს, ბრიტანეთს ბრექსითი წლიურად $124 მილიარდი უჯდება.

ეს ეფექტი მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ბიზნეს ინვესტიციებიდან, დამთავრებული კომპანიების შესაძლებლობებით, დაიქირაონ ახალი თანამშრომლები.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა 4%-ით უფრო მცირეა, ვიდრე ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში იქნებოდა. იზოლაციამ დიდ ბრიტანეთში ინვესტიციები და სამუშაო ძალა შეამცირა, ეს კი იმან განაპირობა, რომ კომპანიების უმეტესობა იჩენდა სიფრთხილეს, თავს იკავებდა ინვესტირებისგან, რადგან გარკვეულწილად სუფევდა გაურკვევლობა იმის გამო, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება ევროკავშირის გარეშე.

რაც შეეხება სამუშაო ძალის სიმცირეს, ეს ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ აზარალებს. ეკონომისტების შეფასებით, დიდ ბრიტანეთში 370 000-ით ნაკლები ევროკავშირის მოქალაქეა დასაქმებული, ვიდრე ეს დიდი ბრიტანეთის ერთიან ბაზარზე დარჩენის შემთხვევაში იქნებოდა.