LIVE

ამერიკელების 64%-ს თავი ხელფასიდან ხელფასამდე გააქვს

04 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 339
ამერიკელების 64%-ს თავი ხელფასიდან ხელფასამდე გააქვს

ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობენ, გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის მიაღწია იმ დონეს, რომელიც კოვიდპანდემიის დაწყების დროს, ჩაკეტვის, ბიზნესის შეჩერებისა და მასობრივი პანიკის დღეებში დაფიქსირდა. 

კვლევა აჩვენებს, რომ ამ კატეგორიაში ახალი შემატებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ქვეყნის შედარებით მაღალშემოსავლიანი მოსახლეობაა.

Pymnts.com-ისა და LendingClub Corp-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის მომხმარებლების დაახლოებით 64%-ს ანუ 166 მილიონ ადამიანს გასული წლის ბოლოს თავის გატანა ხელფასიდან ხელფასამდე მოუწია.

ეს მაჩვენებელი წინა საკვლევ წელთან შედარებით, 3 პროცენტული პუნქტით ანუ 9.3 მილიონი ადამიანით გაიზარდა. აქედან დაახლოებით 8 მილიონმა წელიწადში $100 000-ზე მეტი გამოიმუშავა. ამ ჯგუფის ნახევარზე მეტმა თქვა, რომ ეს პრობლემა მას დეკემბერში დაუდგა, რაც გასულ წელთან შედარებით, 9%-ით გაზრდილი რიცხვია.  

ეს რიცხვი ასახავს მზარდ წნეხს საყოფაცხოვრებო ბიუჯეტზე მას შემდეგ, რაც სამომხმარებლო ფასები გაიზარდა, ისე, რომ ხელფასები, ხშირ შემთხვევაში, იგივე დარჩა, პანდემიური დანაზოგი კი შემცირდა. 

გამოკითხვა გასული წლის დეკემბერში ჩატარდა და დაახლოებით 4000 ადამიანი გამოიკითხა.