LIVE

თამაზ დაუშვილი: ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! არც არავის

23 თებ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 598
თამაზ დაუშვილი: ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! არც არავის

„დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი ხელისუფლების არაეფექტიან პოლიტიკას ეხმაურება:

„ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! არც არავის. 20 % - იანი უმუშევრობის "განულების" მშვენიერ გზას როგორც იქნა მიაგნო მთავრობამ, რომელსაც ძალიან მომხიბვლელი სახელი დაარქვა კიდეც: "საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალური დასაქმება".

1989 წელს იმიტომ აღვუდექით რუსულ ტანკებს წინ და შევწირეთ ადამიანების სიცოცხლე, რომ დამოუკიდებელი საქართველოდან გავქცეულიყავით 30 წლის შემდეგაც?! ეკონომიკა სტაგნირებს, ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება, ლარი 100%-ით გაუფასურდა და გაჩერებას არ აპირებს, ყველაფერზე ფასები გაფრინდა, ადამიანებს შემოსავალი უმცირდებათ, დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო დეგრადირდება, ხალხი შიმშილობს, ადამიანები უწამლობით კვდებიან, განათლების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სოფლის მეურნეობა თოხს და ბარს ვერ გასცდა, დეოკუპაცია საერთოდ რა მოსატანია, პატრიოტობა და სამშობლოსთვის თავდადება რა სისულელეა და ა.შ. მოკლედ ნელი სიკვდილის გზას ვადგავართ და ვერ ვხვდებით .“