LIVE

ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს

26 იან 202313:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 379
ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კომისიის წევრებმა კახა ბექაური მესამედ, სამი წლის ვადით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ ბექაური იყო დარეგისტრირებული.

არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.