LIVE

გაფიცვის გამო, ბერლინის აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა

25 იან 202311:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 439
გაფიცვის გამო, ბერლინის აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა

პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვის გამო, ბერლინის აეროპორტმა ყველა სამგზავრო რეისი გააუქმა. გაფიცვა დილის 03:30 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

აეროპორტის ოპერატორის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 300 რეისზე. შეფერხება 35 000 მგზავრს ეხება.  

ლეიბორისტული პროფკავშირი Verdi სახმელეთო სერვისების თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდას, ასევე შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში მომუშავე საჰაერო უსაფრთხოების პერსონალისთვის უფრო მაღალ ბონუსებს ითხოვს.  

ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი 2020 წელს გაიხსნა. ოპერატორის ვებგვერდის თანახმად, 2022 წელს აეროპორტში 19 მილიონზე მეტმა მგზავრმა გაიარა.

პანდემიის შემდეგ, საჰაერო მიმოსვლა აღდგა. განსაკუთრებით შესამჩნევად გაიზარდა დასვენების მიზნით მოგზაურობის მაჩვენებელი. მოთხოვნის გაზრდამ გასულ წელს, ევროპის მასშტაბით, აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია.