LIVE

Instagram-ს ახალი ფუნქცია quiet mode ემატება 

20 იან 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 561
Instagram-ს ახალი ფუნქცია quiet mode ემატება 

სოციალურ ქსელ Instagram-ს ახალი ფუნქცია ემატება, სახელწოდებით quiet mode, რომლის მიზანია მომხმარებელს დაეხმაროს მეგობრებთან თუ მიმდევრებთან საზღვრების დაწესებაში, ასევე მეტად ფოკუსირებაში. 

როდესაც ახალი ფუნქცია ჩართული იქნება, ყველა შეტყობინება შეჩერდება და პროფილის აქტივობის სტატუსი შეიცვლება. თუ ვინმე ამ დროის განმავლობაში პირდაპირ შეტყობინებას გაუგზავნის მომხმარებელს, რომელსაც ახალი რეჟიმი აქვს ჩართული, Instagram ავტომატურად უპასუხებს, რომ quiet mode არის გააქტიურებული.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნქცია ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, როგორც ჩანს, Instagram ყურადღებას ამახვილებს მოზარდებზე. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური ქსელი ახალ ფუნქციას იყენებს როგორც ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება სწავლაში.

quiet mode ფუნქცია, პირველ ეტაპზე, ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მოგვიანებით კი ამ სიას სხვა ქვეყნებიც დაემატებიან.

როგორც თავად კომპანიაში აღნიშნავენ, იმ ფონზე, როცა ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური მედიებზე გავლენა დიდია, ახალი ფუნქცია მათ დროის მართვაში დაეხმარება.

„ეს განახლებები ჩვენი უწყვეტი მუშაობის ნაწილია, რათა ადამიანებს ჰქონდეთ მათთვის სასარგებლო გამოცდილება და მეტი კონტროლი ონლაინ გატარებულ დროსა და კონტენტის ტიპებზე“, - აღნიშნულია კომპანიის ბლოგ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ დროის სწორად მართვის მიზნით სოციალური პლატფორმა გეგმავს კიდევ არაერთი ახალი ფუნქციის დამატებასაც.

2021 წელს აშშ-ს კონგრესის მოსმენების სერიაში, Instagram-ის, Facebook-ის, TikTok-ისა და Snapchat-ის აღმასრულებლებს კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწიათ. საუბარი ეხებოდა, სოციალური გიგანტების მავნე გავლენას ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობაზე. თავის დროზე კომპანიებმა დადეს პირობა, რომ პლატფორმაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანდნენ. ამ მხრივ გამორჩეულია სწორედ Instagram.