LIVE

ევროკავშირი კოსმოსურ პროგრამას იწყებს

22 თებ 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 481
ევროკავშირი კოსმოსურ პროგრამას იწყებს
Bloomberg News

ევროკავშირი რამდენიმე ახალ პროგრამას ასაჯაროებს, რომლებიც ბლოკის სამოქალაქო, კოსმოსური და თავდაცვის ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება, მათ შორის, დედამიწის დაბალ ორბიტაზე სატელიტური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ მხრივ განვითარებული პროგრამები ელონ მასკის Starlink-ის ქსელს გაუწევს კონკურენციას.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ პროგრამა მიზნად ისახავს ევროპის სამთავრობო და კომერციული სექტორებისთვის საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიანი კომუნიკაციის ხელმისაწვდომობას. პრიორიტეტების სიაშია ევროპის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფაც.

კომისიის განცხადებით, ამ ეტაპზე, პროექტის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დასაზუსტებლად ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მიმდინარეობს.

ევროკავშირის სხვა პროგრამები, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა, მიზნად ისახავს, კოსმოსში სატელიტური ტრაფიკის მართვას შეჯახებების თავიდან ასაცილებლად. ასევე ევროპული დრონების შემდგომ განვითარებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნატალია დროჟდიაკი