LIVE

Coinbase იაპონიაში ოპერაციებს აჩერებს

19 იან 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
Coinbase იაპონიაში ოპერაციებს აჩერებს

Coinbase Global იაპონიაში საქმიანობას აჩერებს. კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა ამის მიზეზად ბაზრის არასტაბილურ პირობებს ასახელებს. 

კომპანიის განცხადებით, Coinbase Japan-ის ყველა მომხმარებელს ე.წ. "ფიატ-ფულის" და კრიპტოვალუტის გატანა 16 თებერვლამდე შეეძლება. ამის შემდეგ, პლატფორმაზე დარჩენილი კრიპტოვალუტა იენში გადაკონვერტირება და იურიდიულ საკითხთა ბიუროში საგარანტიო ანგარიშზე გადაირიცხება. 

რამდენიმე კვირის წინ იაპონიის დატოვების შესახებ Coinbase-ის კონკურენტმა ბირჟამ, Kraken-მაც განაცხადა.  

FTX-ის კოლაფსის შემდეგ, არაერთი კრიპტოკომპანია უჩივის ინვესტორების მხრიდან ინტერესის შესუსტებას. კრიპტოინდუსტრიაზე ასევე იმოქმედა გლობალურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და ეკონომიკის დაღმასვლის საფრთხემ. მოსალოდნელი რეცესიის ფონზე, ინვესტორები სარისკო აქტივებს გაურბიან. 

კრიპტოინდუსტრიაში გასული წლის ბოლოს დაწყებული პრობლემები მიმდინარე წელს გაგრძელდა, რაც დეპოზიტების შემცირებაში, თანამშრომლების დათხოვნასა და მრავალ სამართლებრივ დაბრკოლებაში გამოიხატება.

Coinbase, Crypto.com და Huobi აცხადებენ, რომ თავიანთი პერსონალის დაახლოებით 20%-ის გათავისუფლებას გეგმავენ. Reuters-ის ინფორმაციით, დასაქმებულების 30% Genesis-მაც დაითხოვა.