LIVE

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

16 იან 202316:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 967
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

სააგენტოს განცხადებით, მონიტორინგის დაწყებას საფუძვლად ადგილობრივი ფერმერების მიმართვა დაედო.

„მონიტორინგის მიზანია, შეფასდეს ბაზარზე არსებული ვითარება კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, მათ შორის, სეზონურ ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე განცხადებით, 2022 წელს სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა.

მიმდინარე რეჟიმშია - ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების და გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG) ბაზრების მონიტორინგები.