
უკრაინიდან მომავალი სატვირთო გემი MKK-1 სტამბოლთან ახლოს მეჩეჩზე დაჯდა, რის გამოც, თურქეთმა უმნიშვნელოვანეს ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა.
სტამბოლის ოფიციალური პირების განცხადებით, გემი ადგილობრივი დროით დილის 7:30 საათზე გაიჭედა.
ტექნიკური პრობლემების გამო, გემმა დამოუკიდებლად მოძრაობა ვერ შეძლო და მის გადასატანად საბუქსირე გემები გაიგზავნა.
Bloomberg-ი წერს, რომ „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ მონაცემების თანახმად, გემი ბარდით არის დატვირთული.
გამოცემის თანახმად, ბოსფორში მსგავსი ინციდენტების გადაჭრას ჩვეულებრივ რამდენიმე საათი სჭირდება.