LIVE

აშშ-ში ფუტკრების პირველი ვაქცინა დაამტკიცეს

15 იან 202313:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 584
აშშ-ში ფუტკრების პირველი ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ფუტკრებისთვის ამერიკული სიდამპლის (AFB) საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის თანახმად, ეს მსოფლიოში ფუტკრებისთვის განკუთვნილი პირველი ვაქცინაა. 

ფუტკრის ბაქტერიული დაავადება მეფუტკრეების წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დაავადება განკურნებადი არ არის, იმედოვნებენ, რომ ვაქცინა დაიცავს ფუტკრებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეების დამტვერვაში. 

ვაქცინა კომპანია Dalan Animal Health-მა შეიმუშავა.