LIVE

Apple-ის დირექტორმა საკუთარი ანაზღაურების 40%-ით შემცირება მოითხოვა

14 იან 202315:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 610
Apple-ის დირექტორმა საკუთარი ანაზღაურების 40%-ით შემცირება მოითხოვა

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის ანაზღაურება 40%-ით შემცირდება და შედეგად, 2023 წელს ის ჯამურად 49 მილიონ დოლარამდე მიიღებს.

როგორც ირკვევა, ცვლილება თავად კუკმა მოითხოვა, მისი ანაზღაურების პაკეტზე აქციონერთა კენჭისყრის შემდეგ. რამდენადაც, გასულ წელს კომიტეტის 64%-მა დაუჭირა მხარი კუკის ანაზღაურების პაკეტს, რაც 2020 ფისკალური წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, როდესაც კუკის კომპენსაციის გეგმას 95%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, Apple-ის საბჭომ მოიწონა კუკის საქმიანობა და განაცხადა, რომ ენდობა აღმასრულებელი დირექტორის გრძელვადიან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. აღსანიშნავია, რომ კუკი თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.

კომპანიამ ასევე შეამცირა აქციების რაოდენობა, რომელსაც კუკი 2026 წლამდე პენსიაზე გასვლის შემთხვევაში მიიღებს.

2022 წელს კუკმა მიიღო 83 მილიონი დოლარის საფონდო ჯილდოები, 12 მილიონი დოლარი დანამატის და 3 მილიონი დოლარი ხელფასის სახით. მან ასევე მიიღო ისეთი სახის წახალისებები, როგორიცაა საპენსიო შენატანები, უსაფრთხოება, პირადი საჰაერო გადაადგილება და 46 000 დოლარზე მეტი შვებულებისთვის.