
კომპანია Apple 2024 წლიდან მობილურ მოწყობილობებში საკუთარი ეკრანის გამოყენებას გეგმავს და პირველი microLED ეკრანის გამოსაშვებად ემზადება.
საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი წლისთვის კომპანია ეკრანის შეცვლას Apple Watches-თვისაც აპირებს.
ამ ნაბიჯით კალიფორნიის ტექნოლოგიური გიგანტი მიზნად ისახავს სხვა კომპანიებზე, მათ შორის Samsung Electronics-სა და LG Corp-ზე კომპონენტების ნაწილში დამოკიდებულება შეამციროს.
აღსანიშნავია, რომ თავად Apple-ს საკითხთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თემას ჯერჯერობით არც პარტნიორი კომპანიები გამოხმაურებიან.
iPhone-ის მწარმოებელი მუშაობდა ჩიპების სხვა მწარმოებლებზე დამოკიდებულების შეზღუდვაზე და ამ მიზნით გადავიდა ჩიპების საკუთარ ხაზზე Mac კომპიუტერების ბოლო მოდელებისთვის, რითაც ჩაანაცვლა Intel Corp-ის ჩიპები.