LIVE

აშშ-მა რეცესიას შესაძლოა თავი აარიდოს, ევროკავშირის შანსები ნაკლებია - IMF

02 იან 202313:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 521
აშშ-მა რეცესიას შესაძლოა თავი აარიდოს, ევროკავშირის შანსები ნაკლებია - IMF
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა აცხადებს, რომ "გლობალურ ეკონომიკას რთული წელი ელის. იმაზე რთული, ვიდრე უკან მოვიტოვეთ".
 
"ჩვენი მოლოდინია, რომ გლობალური ეკონომიკის მესამედი რეცესიაში შევა. რატომ? იმიტომ სამივე უმსხვილესი ეკონომიკა - აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი - ერთდროულად ანელებს ზრდის ტემპს," განაცხადა გეორგიევამ CBS-თან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 1-ელ იანვარს გავიდა.
 
ოქტომბერში სავალუტო ფონდმა უკვე გაგვაფრთხილა, რომ მსოფლიო ეკონომიკის მესამედზე მეტი შემცირდებოდა არსებობდა 25%-იანი შანსი იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა 2%-ზე ნაკლებით გაიზრდებოდა წელს, რაც გლობალური რეცესიის ტოლფას მოვლენად განიხილება.
 
"აშშ-მა შესაძლოა თავი აარიდოს რეცესიას, თუმცა ევროკავშირი მნიშვნელოვნად დააზარალა უკრაინაში ომმა - გაერთიანების წევრი ქვეყნების ნახევარი მომავალ წელს რეცესიაში იქნება," განაცხადა გეორგიევამ CBS-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ ჩინეთსაც არანაკლებ რთული წელი ელის.
 
შაბათს გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ მართალია ჩინეთში ე.წ. Covid Zero პოლიტიკის ცვლილებამ დეკემბერში ეკონომიკური აქტივობა წაახალისა, თუმცა ეს ყველაზე დაბალი ტემპია 2020 წლის თებერვლის შემდეგ, რამდენადაც მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკაში ვირუსი გავრცელებას აგრძელებს.
 
გეორგიევას შეფასებით, ზრდის შენელება უმსხვილეს ეკონომიკებში გლობალურად ნეგატიურ ტენდენციებში ითარგმნება, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ბაზრებთან მიმართებაში, სადაც მოსალოდნელი სცენარი კიდევ უფრო საშიშად გამოიყურება.