LIVE

ლეგენდარული ფეხბურთელი პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

29 დეკ 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1030
ლეგენდარული ფეხბურთელი პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, რომელსაც მსოფლიო პელეს სახელით იცნობს, 82 წლის ასაკში სან პაულოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ Bloomberg-ი THE ASSOCIATED PRESS-ზე დაყრდნობით წერს

გამოცემის თანახმად, ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა დაადასტურა.

2021 წლიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი სიმსივნეს ებრძოდა. მას თირკმლისა და გულის პრობლემებიც აწუხებდა.

პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული. მას 1363 თამაშში 1281 გოლი აქვს გატანილი.

2000 წელს FIFA-მ პელე საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.