
ჩინეთში, უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში, კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გამო, ნავთობის ფასმა სამკვირიან მაქსიმუმს მიაღწია.
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 88 ცენტით, ანუ 1,1%-ით გაიზარდა და $84,80 შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი კი ბარელზე $80,44 გახდა, რაც ნიშნავს, რომ ის 88 ცენტით ანუ 1,1%-ით გაძვირდა. ორივე ბენჩმარკისთვის ეს ფასი 5 დეკემბრის სესიის შემდეგ უმაღლესი ნიშნულებია.
ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 იანვრიდან საერთაშორისო მოგზაურებსა და ტურისტებს ქვეყანაში შესვლისას იზოლაციაში ყოფნა აღარ მოუწევთ. ეს წესი ჩინეთში 3 წელია მოქმედებს. აკრძალვის გაუქმებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, რამაც გლობალურად ფასის მატება გამოიწვია.
ფასის ზრდას ასევე ხელი შეუწყო რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებამ რომ შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში რუსეთმა, ფასის ლიმიტის დაწესების საპასუხოდ, ნავთობის მოპოვება 5-7%-ით შეამციროს.