LIVE

მესტია Best Tourism Villages by UNWTO-ის გამარჯვებულია

20 დეკ 202214:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 534
მესტია Best Tourism Villages by UNWTO-ის გამარჯვებულია

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის შეირჩა, რაც დიდი მიღწევაა.

„ეს პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს; მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტიანად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა. „Best Tourism Villages by UNWTO“-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნიათ ტურიზმის მდგრადი განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

უწყების განმარტებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, პროექტში გამარჯვებულ მიმართულებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რათა ტურიზმი გახდეს მისი მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც ეკონომიკური და სოციალური, ისე ეკოლოგიური კუთხით. ამასთან, ხდება მისი როგორც სოფლის ტურიზმის განვითარების დონით გამორჩეული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ასპარეზზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, „Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებულ ლოკაციას, ასევე ეძლევა საშუალება, გახდეს სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი.