
ჯასტინ ბიბერი ფანებს მოუწოდებს, რომ მისი გამოსახულებით, H&M-ის საქონელი არ იყიდონ.
მომღერლის თქმით, საცალო ვაჭრობის ბრენდი მაისურებს, სვიტერებს და ჰუდებს, რომლებზეც ის და მისი სიმღერების ტექსტებიდან ფრაზებია გამოსახული, შეუთანხმებლად ყიდის.
„H&M-ის საქონელი, რომელიც მე მიკავშირდება, ნაგავია და არ დავადასტურე. ყველაფერი ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე იყიდება. არ იყიდოთ“, - წერს ბიბერი Instagram-ზე.
H&M-ის წარმომადგენლის განცხადებით, კოლექციამ სათანადო დამტკიცების პროცედურები გაიარა.
H&M ბოლო დროს სუსტ გაყიდვებს უჩივის, რადგან მაღალი ინფლაციისა და მერყევი მოთხოვნის ფონზე, გაყიდვები შემცირებულია. მენეჯმენტის მიზანია, რომ 2030 წლისთვის გაყიდვები გააორმაგოს.