LIVE

კრემლი თავს ესხმის ჩვენს დემოკრატიას - ბაიდენის გზავნილები მიუნჰენის კონფერენციიდან

20 თებ 202116:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
კრემლი თავს ესხმის ჩვენს დემოკრატიას - ბაიდენის გზავნილები მიუნჰენის კონფერენციიდან
Mandel Ngan/AFP via Getty Images

„კრემლი თავს ესხმის ჩვენს დემოკრატიას და ჩვენი მმართველობის სისტემის ძირის გამოსათხრას ცდილობს“ - ეს განცხადება ჯო ბაიდენმა მიუნჰენის კონფერენციაზე გააკეთა.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინის განზრახვას, „დაანგრიოს ევროპული პროექტი და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, რადგან ცალკეული ქვეყნების დაშინება კრემლისთვის ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ტრანსატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა. ამიტომ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის”.

მიუნჰენის კონფერენციაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, შტატების ახალმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“. ჯო ბაიდენის თქმით, „შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის პარტნიორებთან რომიდან რიგამდე, რათა ერთად გადავჭრათ რიგი საერთო გამოწვევები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას“.