
2022 წელი გლობალური ეკონომიკისთვის ტურბულენტური აღმოჩნდა - უკრაინაში რუსეთის ომის, გაზრდილი ინფლაციის, ცენტრალური ბანკების მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და მსოფლიოში რეცესიის შიშის ფონზე, ინდონეზიურმა სამთო კომპანიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა. Adaro Minerals Indonesia-ის აქციების ფასი 1,595%-ით გაიზარდა.
Adaro-ს აქციების ფასმა რეკორდული მატება 3 იანვარს ჯაკარტაში დებიუტის შემდეგ დაიწყო და სულ რაღაც სამ თვეში 100 რუპიიდან 2990 რუპიამდე ავიდა.
Adaro Minerals Indonesia-ის აქციები აპრილში დაეცა და მას შემდეგ სტაბილურობით ხასიათდება. ამის მიუხედავად, მისი შედეგი Bloomberg-ის მსოფლიო ინდექსის 2803 წევრს შორის საუკეთესოა.
მიმდინარე კვირაში აქციის ღირებულება დაახლოებით 1700 რუპია იყო, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია - დაახლოებით $4,5 მილიარდი.
მიუხედავად იმისა, რომ აქციების ზრდა მჭიდრო კავშირში არის ნახშირის გლობალურ ფასებთან, ანალიტიკოსები Adaro-ს წარმატებას მის სტრატეგიას მიაწერენ.
კომპანიის წმინდა მოგება წელს პირველი 9 თვის განმავლობაში 482%-ით გაიზარდა, რაც საშუალო გასაყიდი ფასის გაორმაგებას და ქვანახშირის გაყიდვების მოცულობის 41%-იან ზრდას უკავშირდება.
Bloomberg-ის პროგნოზით, კომპანიის აქციების ფასები მომდევნო 12 თვის განმავლობაში კიდევ 42%-ით გაიზრდება.