![მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმით თამაშობს](/uploads_script/articles/2022/12/16/0nxea17pq6927uq.jpg)
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმით თამაშობს.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინოფორმაციით, სააგენტოს ბენეფიციარმა "აჭარა ტექსტილმა" მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე საფრანგეთისთვის 150 000 წყვილი ფორმა შეკერა.
ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულ საწარმოში შეკერილი ფორმებით თამაშობს ხორვატია, ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, კამერუნი, სენეგალი, მაროკო, ტუნისი, გვინეა, ბაჰამის კუნძულები და საუდის არაბეთი.
„აჭარა ტექსტილი” სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს და ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა „ნაიკი”, „პუმა”, „ლოტო”, „ენიმა. კომპანიაში 3000 ადამიანია დასაქმებული.