LIVE

2023 წელს მთავრობა ₾21.9 მილიარდს დახარჯავს - პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა

15 დეკ 202216:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1568
2023 წელს მთავრობა ₾21.9 მილიარდს დახარჯავს - პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალ წელს მთავრობა 21.9 მილიარდ ლარს დახარჯავს, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 2.2 მილიარდი ლარით აღემატება. ხოლო 2023 წლის ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან შედარებით, ზრდა 726 მილიონი ლარია.

მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2.8%-ია. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 7900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის - 10 000 დოლარს გადააჭარბებს.

სამინისტროების დაფინანსება ასე გადანაწილდა:

  • ჯანდაცვის სამინისტრო - 6 მლრდ 858 მლნ ლარი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2 მლრდ 031 მლნ ლარი;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 431 მლნ ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3 მლრდ 331 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 698 მლნ ლარი;
  • ეკონომიკის სამინისტრო - 558 მლნ ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო - 106 მლნ ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 392 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 186 მლნ ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო - 1 მლრდ 260 მლნ ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 მლრდ 106 მლნ ლარი.

მომდევნო წელს 17.6 მილიარდი ლარის შემოსავლების მიღებაა გათვალისწინებული. საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 16 მლრდ 290 მლნ ლარი იქნება.

დეტალურად, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ასე გამოიყურება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 5 მლრდ 140 მლნ ლარი;
  • მოგების გადასახადი - 2 მლრდ ლარი;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 6 მლრდ 670 მლნ ლარი;
  • აქციზი - 2 მლრდ 100 მლნ ლარი;
  • იმპორტის გადასახადი - 130 მლნ ლარი;
  • ქონების გადასახადი - 600 მლნ ლარი;
  • სხვა გადასახადები - 250 მლნ ლარი.