LIVE

ღარიბაშვილი: სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში

12 დეკ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 922
ღარიბაშვილი: სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადავა და პროგრამა მინიმუმ 6 თვიანი იქნება.

შესაბამისი ცვლილებები თავდაცვის ახალი კოდექსით არის განსაზღვრული.

"მოხდება რეფორმირება და მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ, მანამდე გაფანტული იყო ეს სამსახური და უნდა ვაღიაროთ, არ იყო ეფექტური. 

დამატებით შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება 6 თვიანი, 8 თვიანი, 11 თვიანი, იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდგომში. მინიმუმ იქნება 6 თვიანი პროგრამა. არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, იქნება ინტენსიური საბრძოლო, სამხედრო მომზადება. ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. ასევე, გვინდა, რომ რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები. ეს პროექტი დაგვიჯდება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 23 წლამდე სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სამხედრო წვრთნა გაიარონ სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში შეეძლებათ პროგრამაში ჩართვა, წელიწადში დაახლოებით 1 თვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა ექნებათ სამხედრო ბაზებზე და იდენტურ, ძირითად სამხედრო მომზადების პროგრამას გაივლიან.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რაც გამორიცხავს არაკეთილსინდისიერი და ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების არსებობის შესაძლებლობებს.

"მავნებლური, „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. როგორ შეიძლება, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც",- განაცხადა მან.