
Microsoft-ი ლონდონის სავაჭრო ბირჟის ჯგუფის (LSEG) 4%-ს ყიდულობს. გარიგება კომპანიებს შორის 10-წლიანი პარტნიორობის ნაწილია.
Microsoft-ის განაცხადებით, პარტნიორობის ფარგლებში, იგეგმება LSEG-ის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და მის შვილობილი კომპანიის, Refinitiv-ის პლატფორმების ციფრული ტრანსფორმაცია Microsoft Cloud-ზე.
გარიგების თანახმად, LSEG Microsoft-ისგან მინიმუმ $2.8 მილიარდის ღირებულების სერვისების შეძენის ვალდებულებას იღებს.
კომპანიის განცხადებით, პირველ ეტაპზე, იგეგმება LSEG Workspace-სა და Microsoft-ის სევისების (Microsoft Teams, Excel, PowerPoint და სხვა) თავსებადობის უზრუნველყოფა და LSEG Workspace-ის ახალი ვერსიის მომზადება.
გარიგება, სავარაუდოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
Refinitiv-ი, რომელიც Bloomberg LP-ის პლატფორმის შემდეგ, ფინანსური მონაცემების უმსხვილესი კომპანიაა, LSEG-მა Blackstone-სა და Thomson Reuters-ის კონსორციუმისგან $27 მილიარდად იყიდა.
Microsoft-ის განცხადებით, LSEG-მა Refinitiv მნიშვნელოვნად განავითარა. კომპანია LSEG-ის წილებს Blackstone-სა და Thomson Reuters-სგან იყიდის. Thomson Reuters-ი LSEG-ში მცირე წილს ფლობს.
LSEG-ის აქციების ფასი დღეს დილით 4%-ით გაიზარდა.