
დაზოგვის მიზნით, ახალგაზრდები, საბანკო ბარათების ნაცვლად, ნაღდ ფულს იყენებენ.
"ფულის შეგროვების" ტრენდი, რომელიც TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა, თანხის ერთგვარ კონვერტში თავმოყრას ჰგავს.
ეს არის პროცესი, როდესაც ძირითადად ბიუჯეტი არა მხოლოდ ციფრულად, არამედ ქაღალდის ფულითა და ხურდებით დგება.
ასეთ დროს ყოველთვიურ გასავალს კატეგორიებად ყოფენ: ბოსტნეული, საწვავი, გადასახადები და ა.შ. შემდეგ ფიზიკურ ფულს ცალკე კონვერტში ათავსებენ და როდესაც ნაღდ ფულს ამოწურავენ, ჩერდებიან. ცარიელი კონვერტი ნიშნავს, რომ დამატებითი თანხის ხარჯვა აღარ უწევთ.
კვლევები ცხადყოფს, რომ ფიზიკური ფულის გაცემა ემოციურ დისკომფორტს იწვევს, რის გამოც, ხარჯვამდე ბევრს და გულდასმით ვფიქრობთ, მაშინ, როცა საკრედიტო ბარათები ტვინში სასიამოვნო მოლოდინს გვიჩენს.
მათთვის, ვინც მაინც ონლაინ გადახდებს ამჯობინებს, ფინანსების ბიუჯეტური დაგეგმარებისთვის უამრავი აპლიკაცია არსებობს.
ეკონომიკური კრიზისისა და გაზრდილი ინფლაციის გავლენა მომხმარებლებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აისახება. სიღარიბის ზღვარზე გლობალურად 71 მილიონი ადამიანი დგას.