LIVE

Northvolt AB 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას პოლონეთის ქალაქ გდანსკში განახორციელებს

19 თებ 202115:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 959
Northvolt AB 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას პოლონეთის ქალაქ გდანსკში განახორციელებს
Northvolt AB

Northvolt Tesla-ს ყოფილი აღმასრულებლების მიერ დაარსებული სტარტაპია, რომელიც ბატარეების მასიურ წარმოებას შვედეთსა და გერმანიაში იწყებს. ამასთან, სტარტაპი 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს პოლონეთის ქალაქ გდანსკში განთავსებული ქარხნის გაფართოებაში. ინვესტიცია ენერგიის შენახვის სისტემებისთვის სიმძლავრეების გაზრდას ემსახურება, რომელიც კონკურენციას Tesla-ს Megapack-ს გაუწევს.

პოლონეთის ქარხანა 2022 წელს დაიწყებს ენერგიის წარმოებას. თავდაპირველი სიმძლავრე საათში 5 გიგავატი იქნება. მომავალში სიმძლავრის საათში 12 გიგავატამდე გაზრდა იგეგმება,  რაც Northvolt-ის თანახმად, ამ ობიექტს ევროპაში ყველაზე მასშტაბურს გახდის. ბატარეების ბიზნესს მზარდი როლი აქვს ელექტროენერგიის ქსელის მომარაგების დაბალანსებაში.

Northvolt ევროპის ბატარეების მწარმოებელი ყველაზე პერსპექტიული სტარტაპია. ინვესტორთა ბაზაში არიან Baillie Gifford, Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქციონერი; Goldman Sachs Group, Volkswagen და BMW.

მეგა-ბატარეები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან წიაღისეული საწვავიდან განახლებად ტექნოლოგიებზე გადასვლამ აჩვენა, რომ ეს ალტერნატივა ეკოლოგიურად სუფთაა, მაგრამ ზოგჯერ არაპროგნოზირებადი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ელექტრო ენერგიის დიდი შემნახველი სისტემები ელექტროენერგიის მიწოდების ხარვეზების აღმოსაფხვრელად იქმნება იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის ან მზის ენერგიის წარმოება ვერ ხდება.

ევროპის მთავრობები ბატარეების ადგილობრივი მიმწოდებლების მიმართ ინტერესს იჩენენ, რათა კონკურენცია გაუწიონ ძირითად გლობალურ მწარმოებლებს ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავროტი: ნიკოლას როლანდერი