LIVE

ნიკორას დირექტორი: ხელფასების ზრდა არის, მაგრამ კადრების მუდმივი დეფიციტი გვაქვს

05 დეკ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1325
ნიკორას დირექტორი: ხელფასების ზრდა არის, მაგრამ კადრების მუდმივი დეფიციტი გვაქვს

"ნიკორას" გენერალური დირექტორი, ირაკლი ბოქოლიშვილი ამბობს, რომ კომპანიას კადრების მუდმივი დეფიციტი აქვს.

„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, როგორ უმკლავდება "ნიკორა" კადრებთან დაკავშირებულ გამოწვევას, ირაკლი ბოქოლიშვილი აღნიშნავს, რომ ხელფასების ზრდის და მისაღები პირობების შექმნის მიუხედავად, კადრის მოძიება და შენარჩუნება ჭირს.

„ძალიან რთულად ვუმკლავდებით, კადრების დეფიციტი არის ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით, საცალო ვაჭრობის ქსელში. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რითაა განპირობებული. ზოგადად, ძალიან ჭირს კადრის მოძიება და შემდეგ მისი შენარჩუნება. ხელფასების ზრდა არის, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პირობები თანამშრომლებისთვის მისაღები იყოს, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ საკმაოდ გვიჭირს, კადრების მუდმივი დეფიციტი გვაქვს“,- ამბობს „ნიკორას“ დირექტორი.