LIVE

Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანების წარმოებას იწყებს

04 დეკ 202215:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 820
Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანების წარმოებას იწყებს
Lightyear

სტარტაპი Lightyear მსოფლიოში პირველად მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანების გამოშვებას იწყებს.

პირველი მოდელის - Lightyear 0-ის ფასი 250 000 ევრო იქნება. კომპანიამ დაახლოებით 150 მანქანის წინასწარი შეკვეთა უკვე მიიღო.

ჰოლანდიური სტარტაპი ფინეთში მდებარე ქარხანაში დაახლოებით ათასი მოდელის დამზადებას აპირებს. პირველ ეტაპზე, Lightyear კვირაში ერთი მანქანას გამოუშვებს, მომავალი წლის მეორე ნახევარში კი, წარმოება კვირაში ხუთამდე გაიზრდება.

სახურავსა და წინა ნაწილზე განთავსებული მზის პანელების მეშვეობით, ავტომობილს ამსტერდამში ზაფხულის პერიოდში, დამუხტვის გარეშე, გადაადგილება ორი თვის განმავლობაში შეეძლება. პორტუგალიაში ეს დრო შვიდ თვემდე გაიზრდება.

მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანების გამოსაშვებად, Lightyear-მა ინვესტიციის უდიდესი ნაწილი - 81 მილიონი ნიდერლანდებიდან სექტემბერში მიიღო.

კომპანია, რომელიც 2016 წელს დაარსდა, ასევე მუშაობს მზის ენერგიაზე მომუშავე კიდევ ერთ მოდელზე - Lightyear 2-ზე, რომლის წარმოება 2025 წელს დაიწყება. მისი საწყისი ფასი 30 000 ევროა.