
ელონ მასკი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის პირველობას დაუბრუნდა.
მასკმა ჯეფ ბეზოსს, რომელმაც ამ კვირაში მოკლე დროით დაიბრუნა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული, კიდევ ერთხელ გადაუსწრო.
ელონ მასკის სიმდიდრე $199,9 მილიარდამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც SpaceX-მა კიდევ ერთი დაფინანსების რაუნდი დაასრულა და კომპანიის ღირებულება $74 მილიარდამდე გაიზარდა. ინდექსის მიხედვით, მასკის წმინდა ქონება $11 მილიარდით გაზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდერს მელინი