LIVE

31 დეკემბრიდან "მაგთისატი" უქმდება - დეტალები

26 ნოე 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1176
31 დეკემბრიდან "მაგთისატი" უქმდება - დეტალები

თანამგზავრული ტელემაუწყებლობის ოპერატორი, "მაგთისატი" 31 დეკემბრიდან უქმდება.

როგორც "მაგთიკომში" "ბიზნეს ფორმულას" განუცხადეს,  აბონენტებისთვის ინტერნეტ ტელევიზიის შეთავაზების ფონზე, "მაგთისატმა" აქტუალობა დაკარგა. 

"მაგთიკომში" ამბობენ, რომ მომხმარებლები ერთი წლის წინ გააფრთხილეს და აბონენტებს საკმარისი დრო ჰქონდათ, "მაგთისატი" ალტერნატიული საშუალებით ჩაენაცვლებინათ. 

"მაგთისატმა", რომელსაც გამოყენებული ტექნოლოგიიდან გამომდინარე, საკმაოდ მცირე შესაძლებლობები აქვს ინტერნეტ ტელევიზიასთან შედარებით, აქტუალობა დაკარგა. ამ ფაქტმა კი, თავის მხრივ, "მაგთისატზე" მომხმარებლის მოთხოვნის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ნაკლებად მოთხოვნადი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგიის შეთავაზება/შენარჩუნება, "მაგთისატის" სერვისის სახით, კომპანიის განვითარების პოლიტიკას აღარ შეესაბამება",- აცხადებენ "მაგთიკომში".

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ "მაგთისატის" გაუქმების შესახებ კომუნიკაციების კომისია ინფორმირებულია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის იანვარში "მაგთიკომი" გახდა ფასიანი თანამგზავრული ტელემაუწყებლობის პირველი ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და ბაზარზე ახალი ბრენდით, "მაგთისატით" წარსდგა.