LIVE

Tesla-მ 80 000-ზე მეტი მანქანა უკან გამოითხოვა - ჩინეთის მარეგულირებელი

27 ნოე 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
Tesla-მ 80 000-ზე მეტი მანქანა უკან გამოითხოვა - ჩინეთის მარეგულირებელი

Tesla-მ 2013 წლიდან 80 000-ზე მეტი ჩინეთში წარმოებული ან იმპორტირებული ავტომობილი გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელი ავრცელებს.

უწყების თანახმად, გაწვევის მიზეზი უსაფრთხოების ღვედთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს მანქანებში ბატარეის მართვის სისტემაზე. 

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2020 წლის 21 ნოემბრამდე პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო, ჩინეთში იმპორტირებული 67 698 Model S და Model X მანქანა გამოითხოვა. 

გარდა ამისა, Tesla-მ ასევე გაითხოვა 2,736 იმპორტირებული Model 3 ავტომობილი, რომელიც წარმოებულია 2019 წლის იანვრიდან ნოემბრამდე და ჩინეთში წარმოებული 10 127 იგივე მოდელი. ამ შემთხვევაში, გაწვევის მიზეზი, უსაფრთხოების ღვედის პოტენციურად გაუმართავი მონტაჟის შემოწმება და ხელახალი დაინსტალირებაა. 

Tesla-მ განაცხადა, რომ გამოწვეული მანქანების პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებს. 

აპრილში ჩინეთში Tesla-მ გაითხოვა სულ 127 785 ერთეული Model 3 ავტომობილი. გაწვევის მიზეზია ნახევარგამტარული კომპონენტების პოტენციური გაუმართაობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეჯახება.