
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, საპატრულო პოლიციის ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში, ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში ცხენების უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, ფიზიკურ პირს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სააგენტოში განმარტავენ, რომ შემდგომი მოკვლევის მიზნით, საქმე სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნათ.