
პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას, კომნენტარით გამოეხმაურა „დიოს“ მმართველი პარტნიორი. თამაზ დაუშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი და იგრძნობოდა რომ პოლიტიკური სიტუაცია ბოლო პერიოდში უფრო მეტად დაიძაბა.
„მივიღეთ უფრო მეტად დაძაბული პოლიტიკური გარემო და პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, აღარ აეღო პასუხისმგებლობა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ეს არ არის სახარბიელო სიტუაცია. სჯობდა ყველაფერი არჩევნების დროს გარკვეულიყო და მიგვეღო ახალი გარემო და ახალი პოლიტიკური პროცესი, სადაც ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებლობას, პარტიათა გარკვეული ჯგუფი აიღებდა. ამ გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა ის ფაქტი, რომ ვითარება საკმაოდ რთული და კრიზისულია. მან პოლიტიკურ ძალებს მისცა ნიშანი, რომ ცვლილება აუცილებელია.
მისივე განმარტებით, ეკონომიკა , სოციალური საკითხები და პანდემია დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, ბიზნესსა და მოსახლეობას აქვს მოლოდინი იმისა რომ, ქვეყანაში პოლიტიკური არეულობა დასრულდება და მივიღებთ კვალიციურ თანამშრომლურ გარემოს.
„კრიზი არის საკმაოდ მძიმე, პანდემია არ დასრულებულა, ვაქცინა არ შემოსულა, ეკონომიკამ აღდგენა ჯერ ისევ ვერ დაიწყო, ამიტომ საჭიროა, ამ რეალობას ყველა პოლიტიკოსმა თვალი გაუსწოროს, გვერდზე გადადოს პირადი ინტერესები და იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ დაკავებული თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.