LIVE

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 90$-ს ჩამოსცდა

18 ნოე 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 396
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 90$-ს ჩამოსცდა

ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 13 ცენტით ანუ 0,1%-ით შემცირდა და ბარელზე $89,65 შეადგინა. 

აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფიუჩერსები კი 13 ცენტით, ანუ 0,2%-ით, ბარელზე $81,77-მდე გაიზარდა, მიუხედავად ამისა, ის ექვსკვირიან მინიმუმამდე შენარჩუნდა. WTI-ის ფასი ამ კვირაში 8%-ით, ბრენტის ფასი კი 6%-ზე მეტად დაეცა. 

ნავთობის ფასის შემცირება უკავშირდება ჩინეთში, ნავთობის უმსხვილეს მომხმარებელში, მოთხოვნის შესუსტებასა და აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის რისკს.  

ჩინეთში გუშინ COVID-19-ის ინფიცირების 25,353 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეგულაციების შემსუბუქების ალბათობას ამცირებს.

Reuters-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ზედიზედ ოთხი 75-პუნქტიანი ზრდის შემდეგ, დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთებს უფრო მცირე 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის.