
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ანა რობაქიძის სტარტაპმა Theneo-მ შეერთებული შტატების მხარდაჭერით $1.5 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა.
"ქართველი ინჟინერი ქალის, ანა რობაქიძის დიდი წარმატება ერთად აღვნიშნეთ. მისმა კომპანია Theneo-მ საქართველოში მოპოვებული აღიარების შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერით $1.5 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა. ანა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას",- აღნიშნავენ საელჩოში.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, Theneo Web Summit 2022-ის Pitch კონკურსის გამარჯვებული გახდა.Theneo ქართულ-ამერიკული სტარტაპია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას ქმნის და მასზე API-დოკუმენტაციის შექმნაა შესაძლებელი.