LIVE

ბიტკოინის ზრდა კრიპტომანიის სავარაუდო ნიშნებს აჩვენებს

18 თებ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
ბიტკოინის ზრდა კრიპტომანიის სავარაუდო ნიშნებს აჩვენებს
Bloomberg News

ბიტკოინის უპრეცედენტო ზრდა მისი ღირებულების შესაძლო ვარდნის ნიშნებს ჯერ კიდევ არ აჩვენებს. ციფრულმა მონეტამ  $52,000-იანი ღირებულება პირველად გადალახა.

კრიპტოვალუტის ზრდის ასეთი ტემპი ძირითადად ბიტკოინში ინსტიტუციური დოლარის შედინებას უკავშირდება. Tesla–ს $1,5 მილიარდიან ინვესტიციამდე, ბიტკოინზე დიდი ფსონი MicroStrategy–მ ინსტიტუციური ბალანსების ბიტკოინში გადატანით დადო.

ჯეფრი ჰალი Oanda Asia Pacific-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი, MicroStrategy-ის ამ ნაბიჯს გამაფრთხილებელ ნიშანს უწოდებს, რომ კრიპტოსამყაროში უკონტროლო პროცესები მიმდინარეობს.

სხვა ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ინსტიტუციური ინვესტორებისა და კომპანიების მოთხოვნა ბიტკოინზე გაფართოვდება, რაც კრიპტოვალუტის შემდგომ მიღწევებს განაპირობებს.

ბიტკოინის ფიუჩერსების აქტივობა მეტყველებს, რომ ტრეიდერები კრიპტო ზრდის მოულოდნელად დასრულების რისკს ვერ ხედავენ. Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, აქტიური კონტრაქტებსა და მარტის ფიუჩერსებს შორის სპრედები ფართოვდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი